შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაბანში COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „კორონა“ ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საჯარო სკოლები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუქმდება 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია