შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის რეგიონში კორონა ვირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2020

გურიის რეგიონში კორონა ვირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია