ირანმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ციხიდან 54 000 ადამიანი დროებით გაათავისუფლა. პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2400-მდეა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 77-ია. სამშაბათს ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 2 დღეში 50 %-ით გაიზარდა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰასან როუჰანის ხელისუფლება რეალურ რიცხვებს მალავს და ეს გაცილებით მეტია ოფიციალურ მონაცემებზე. აღმასრულებელი მთავრობის ორი მაღალჩინოსანიც დაავადდა ზემოხსენებული ვირუსით, მათ შორის ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელიც. აგრეთვე ინფიცირებულთა შორისაა ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი, რომლებიც ამ დრომდე მკურნალობას გადიან საკარანტინო ზონებში.