შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე იზრდება"- ევროპარლამენტარების მორიგი მწვავე წერილი გახარიას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2020

ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უმწვავეს წერილს იღებს. ტექსტის შინაარსი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.

ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, მოამზადოს ცვლილებები პროპორციული სისტემისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები წუხან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.

„ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ წუხილი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებისგან საქართველოს უკუსვლის გამო. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და ამაში  როლი უმრავლესობის ნაწილმა ითამაშა. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების არასტიმულირების სტატუს-კვოს შედეგი. მივესალმებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და ვიმედოვნებთ პრობლემები მალე მოგვარდება. დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შემდგომი შეფერხების გარეშე.

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომლებიც უნდა აირჩიონ, აკმაყოფილებდნენ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. აუცილებელია მიღწეული შედეგის კონსოლიდაცია კანონის უზენაესობის დასაცავად და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციას ციხეში დროის გატარებით დაემუქრა და იმას, რომ ძველი საქმეები ხელახლა იხსნება. ნიშანდობლივია, რომ გიგი უგულავას ბოლო დროინდელი საქმე ბადებს კითხვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივის, დროში დამთხვევებსა და პროცედურის მიმართ“, - ნათქვამია წერილში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია