დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ადამიანების ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებს და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს აფრთხილებს.
"არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს", - განმარტა პაატა იმნაძემ.