გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 9 პირი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2020

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 9 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge არის განთავსებული.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდათ, კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

გამყრელიძე განმარტავს, რომ წინა 3 შემთხვევასთან შედარებით მხოლოდ მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უფრო საყურადღებო იყო.

„ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ანუ კლინიკური მიმდინარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურენულ მეოთხე შემთხვევა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით გახლავთ უფრო საყურადღებო კლინიკურად და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთველყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და მათ დადასტურენული აქვთ კორონავირუსლი ინფექცია.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია