კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. საქართველოს ტერიტორიზე შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან გრძელდება სითბოს ინტენსიური გადმოტანა.

უწყების ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია