სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 03.03.2020 დღეს, სამ მარტს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა. ფაშინიანს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ, ოთხ მარტს დასრულდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია