შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2020
ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 06.03.2020 ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტური პარტიდან“, გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ მერის და საკრებულოს თავმდჯომარის დაკავების შემდეგ, თვითმმართველობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს. დეპუტატი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე საუბრობს. გიორგი გიუაშვილმა ბრიფინგი დღეს, ექვს გამართა. როგორც, საკრებულოს წევრი აცხადებს, წლების მანძილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაკონტროლების უფლება.„მე როგორც საკრებულოს დეპუტატი დაუყოვნებლივ მოვითხოვ აუდიტის სამსახურის შემოსვლას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, რადგან ბორჯომის 30 მილიონიანი ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში მექრთამეობაში პასუხისმგებელ პირების ხელში იმყოფებოდა“,–განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გიუაშვილმა.გიაუაშვილმა ასევე განმარტა, რომ მას აქვს ინფორმაცია მერიაში არსებულ დარღვევებზეც.„მერიის სარეზევრო ფონდთან დაკავშირებით თანხები არის არამიზნობრივად დახარჯული სადაც ასობით ათას ლარზეა საუბარი, ასევე არის გაბერილი საშტატო ერთეულები, რომელსაც გვიმალავდნენ წლების განმავლობაში“,– ნათქვამია გიუაშვილის განცხადებაში.28 თებერვალს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამოდააკავეს.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია