შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა– მარინა ეზუგბაია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2020
კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა– მარინა ეზუგბაია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.03.2020 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. „დაავადების მძიმე ფორმით არის გამოვლენილი. აქვს მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი. დაწყებული მკურნალობით მდგომარეობა დასტაბილურებულია. მძიმე სიტუაციის პროგრესირება ჯერ–ჯერობით არ გამოვლენილა. სტაბილურია სიტუაცია. ვფიქრობთ, ალბათ დაემორჩილება მკურნალობას და თუ არ მოხდება ამ მძიმე ფორმის კიდევ პროგრესირება, სტაბილური სიტუაციის შემდეგ ალბათ უნდა დაიწყოს გაუმჯობესება", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მისივე თქმით, 44 წლის კაცი საქართველოში ორი მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ, ოთხ მარტს მიმართა.საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დღეს, ხუთ მარტს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია