სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2020
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.03.2020 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს. თვითიზოლაციის წესები• დარჩით თქვენს საცხოვრებელ ბინაში. ნუ წახვალთ სამსახურში, სკოლაში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში• განცალკევდით სხვებისგან• არ მიიღოთ სტუმრები საცხოვრებელ სახლში• არ გამოიყენოთ საზოარო საყიფაცხოვრებო სივრცეები• საკვები, წამლები და სხვა სახის საშუალებები უნდა მოგეწოდოთ უსაფრთხოდ • თავი შეიკავეთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან • მეგობრებთან და ოჯახთან კონტაქტი იქონიეთ ტელეფონის გამოყენებით, ვიდეო ან ონლაინ რეჟიმში• იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში თუ ეს შესაძლებელიათუ თავს იგრძნობთ შეუძლოდ• დაისვენეთ იქამდე სანამ თავს არ იგრძნობთ უკეთ • მიიღეთ იმდენი რაოდენობის სითხე, სანამ რეგულარულად არ მოშარდავთ• რესპიაციული სიმპტომების (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) დაუკავშირდით 112-სშეაჩერეთ ინფექცია• ხველის და დაცემნებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი• ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე ჩააგდეთ ნაგვის ურნაში• დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით• გამოიყენეთ ცალკე თქვენთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა პირსახოცები, თეთრეული, კბილის ჯაგრისი, ჭიქა და თეფში• გაიკეთეთ ნიღაბი სხვებთან კონტაქტისასხუთი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.კორონავირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს ინფიცირებული ადამიანისგან, სიმპტომების გამოვლენამდე. თუმცა ძირითადად სიმპტომების მქონე ადამიანებიდან გადადის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ამ გზითაც ვრცელდება კორონავირუსი. ასევე რეკომენდირებულია ხელების ხშირად დაბანა. სასურველია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და გამოვიყენოთ პირბადე:"მივესალმოთ ადამიანებს ხელის აწევით და ღიმილით". კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე: 116, 001[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია