შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის გავრცლების რისკების გამო ციხეებში პაემნები შეიზღუდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2020
კორონავირუსის გავრცლების რისკების გამო ციხეებში პაემნები შეიზღუდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.03.2020 ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში 5-დან 19 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. პატიმრებისთვის პაემნების შეზღუდვაზე განცხადება სპეციალურმა პენიტენიურმა სამსახურმა გაავრცელა.განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე,განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.ხუთი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ექვსი დღეს გამოვლინდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია