შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო პარაგვაის პოლიციამ დააკავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2020

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის პოლიციამ დააკავა. როგორც პოლიცია აღნიშნავს, ფეხბურთელის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ყალბი პასპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

2019 წლის ივლისში ფეხბურთელს ბრაზილიური და ესპანური პასპორტები გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოერთვა. „რონალდინიოს მოსმენა ხუთშაბათს პროკურორის ოფისში გაიმართება“ - განაცხადა მინისტრმა.

ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მქონე 39 წლის ფეხბურთელი პარაგვაიში არაპრივილეგირებული ბავშვების მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში ჩავიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია