იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქუთაისის მერიის ე.წ. შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩინოვნიკები მოყვნენ"

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს. ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის თქმით, უცნობია, რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია, მაგრამ ცნობილია ის, რომ "ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდონში.

"მერია გეგმავს რეორგანიზაციას, არაა გამორიცხული ე.წ.  შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩინოვნიკები მოყვნენ. მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას და ამაზე უკვე გააკეთა განცხადება ზოგიერთმა თანამდებობის პირმა. მერიაში მართლაც საჭიროა რეორგანიზაცია, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. ამასთან მერიაში აპირებენ ხელფასების გაზრდას",-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა ასევე ისაუბრა მათი ინიციატივის ბიუჯეტში ასახვის ფაქტზე. მეშველიანის თქმით, მრავალსართულიანი ბინების სარდაფების პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ და მერიამ ეს მოთხოვნა ბიუჯეტში ასახა. მისი თქმით, ბინებში სარდაფების გაწმენდის და საკანალიზაციო ქსელისთვის 150 000 ლარია გამოყოფილი, რაც მეშველიანის თქმით, არ არის საკმარისი სარდაფების პრობლემის მოსაგავრებლად, ამიტომ უნდა მოხდეს ბინების აღწერა და თანხის მატება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია