გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი სააკაშვილთან მებრძოლი არ მახსოვს, მან თქვა 26 მაისის შემდეგ აღარ მომწონდაო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2020

"ივანიშვილი სააკაშვილთან მებრძოლი არ მახსოვს, მან თქვა 26 მაისის შემდეგ აღარ მომწონდაო"- ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“მე ვიყავი ერთ-ერთი მებრძოლი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და მე ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ვითომ პრინციპულია სააკაშვილის წინააღმდეგ, არცერთი არ მახსოვს იმ წლებში, მათ შორის მათი ბელადი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა დოკუმენტურად მოგვაწოდა, როდიდანაც მას სააკაშვილის ხელისუფლება არ მოსწონდა, ეს იყო 26 მაისის შემდეგ, გამოდის რომ იქამდე მოსწონდა.

მე როცა რაღაცა მაქვს დასაზუსტებელი სააკაშვილთან, ვარაუდებით კი არ ვისაუბრე, არამედ ჩავედი და შევხვდი, ძალიან ბევრი შეკითხვები მქონდა და ბევრი კითხვები ჰქონდა მიშას ჩემთანაც. რაღაცები გავარკვიეთ, ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ვერ შევთანხმდებით, ოღონდ მე არ მგონია, რომ ის სტრატეგიული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია