შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი: თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდა, სანქციების საკითხი განიხილება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2020

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, სანქციებმა ქართველი ხალხი არ უნდა დააზარალოს და ის იმ ადამიანებისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებს:

"EPP-ის პოზიცია ნათელია, ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, მაგრამ თუ პროგრესს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსების გამო საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა ამას შედეგებიც მოჰყვება".

გარდა ამისა, მურეშანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი ყველაფრის საქმის კურსშია, რაც საქართველოში ხდება:

"ზუსტად ვიცით, როდის არ ასრულებენ იმას, რაც ჩვენთან შეათანხმეს. როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელ. ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია. რეზოლუციის გზავნილი კი ასეთია, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, მაგრამ ველით მთავრობის მხრიდან დაპირებების შესრულებას".

ამასთანავე, ევროპარლამენტარი გიგი უგულავას საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნა და დაპატიმრება ნორმალური არაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია