შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის ვაქცინა ყველაზე კარგ შემთხვევაში 2021 წელს გამოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2020

მეცნიერების განცხადებით, ვაქცინის გამოცდა 2 ფაზიანია: პირველი ფაზა 2020 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში უნდა დასრულდეს, ხოლო მეორე ფაზა 2021 წლის აპრილამდე. კომპანია მოდერნა მასაჩუსეტში მდებარეობს.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნაზე მუშაობა 11 იანვარს დაიწყეს, მაშინ როცა ჩინელებმა ოფიციალურად გაავრცელეს ახალი კორონავირუსის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაცია.

ვაქცინაზე მუშაობისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 3 მილიარდ დოლარს დამატებით დახარჯავს. ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე აპრილში დაიწყება და თავდაპირველად მეცნიერები 45 ადამიანს შეარჩევენ.

ახალი კორონავირუსი კოვიდ 19 პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში დააფიქსირეს. ამ დრომდე ვაქცინის შექმნაზე არაერთი კომპანია მუშაობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია