შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაჭერამდე ხან საპროცესო შემომთავაზეს და ხან რა, მარგრამ ვაჭრობას არ ვაპირებ - უგულავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2020

"ევროპული საქართველოს" გიგი უგულავა აცხადებს, რომ მმართველ ძალასთან თავისუფლებით ვაჭრობას არ აპირებს.

როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სატელეფონი ინტერვიუში განმარტა, მას ჰქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ არ დათანხმდა.

„ზაფხულში და დაჭერამდე ხან საპროცესო შემომთავაზეს, ხან რა - მაგრამ მე უარი ვთქვი, არავითარი გარიგება არ იქნება თავისუფლებით. რაც მაქვს, ის უნდა შესრულდეს - მე ივანიშვილმა ამიყვანა მძევლად და ვიქნები მასთან მძევლად, სანამ გავიმარჯვებთ, მაგრამ არანაირი ვაჭრობა მასთან არ იქნება", - აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს ე.წ. ფონდის საქმეზე. მისი დაკავების შემდეგ ოპოზიციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია