შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მარტი 2020
საქართველოში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.03.2020 რვა მარტის მდგომარეობით, წინა დღეებისგან განსხვავებით, საქართველოში კარანტინსა და სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა. მთავრობის ინიციატივით შექმნილ, სპეციალურ ვებ–გვერდზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფუნქციონირებს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების რაოდენობა შემცირა.კერძოდ, შვიდი მარტისგან განსხვავებით, დღეს, რვა მარტს კარანტინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რიცხვი 141–დან 128–მდე შემცირდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების რიცხვი 69–დან 59–მდე.სრული სტატისტიკა საქართველოსთვის ასეთია:• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13• კარანტინის რეჟიმში - 128• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 59მონაცემები განახლდება ყოველდღე 21:30 საათზე[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია