შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ ეტაპზე არცერთ პირს ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება -მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულებზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2020
ამ ეტაპზე არცერთ პირს ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება -მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულებზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.03.2020 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 15-დან ერთ–ერთი პაციენტის, 44 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. „რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით.„ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია.შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია