სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 მარტი 2020
ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს
მთავარი → სიახლე, შემთხვევა 07.03.2020
პოლიციელების მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისათვის ახალციხეში ორი პირი დააკავეს. ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც გ.ნ და გ.გ გამოესარჩლნენ მესამე პირს, ვის ავტომანქანასაც პოლიცია იმ მომენტში ჩხრეკდა.
1988 წელს დაბადებული გ.ნ.-სა და 1990 წელს დაბადებული გ.გ.-ს სასამართლო პროცესი დღეს, შვიდ მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ისინი სამართლამდამცველებმა ექვს მარტს, საღამოს 18:35 საათზე ახალციხეში, თამარშვილის ქუჩაზე დააკავეს. მათ მიმართ პოლიციამ ორი ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექისის 173 მუხლის შესაბამისად შეადგინა, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ანდა მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილეებას. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ექვს მარტს, საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ნ. და გ.გ. იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ პოლიციის თანამშორმლების მისამართით და არ დაემორჩილნენ მათ კანონერ მოთხოვნებს.„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცველებს სიტყვიერად მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც პოლიციელები, თამარაშვილის ქუჩაზე ჩხრეკას აწარმოებდნენ ახალციხის მერის ერთ-ერთი წარმომადგენლის შვილის ავტომანქანაში. თუმცა პროცესზე მესამე პირის შესახებ საუბარი არ ყოფილა. შსს-ს წარმომადგენელმა მხოლოდ დაადასტურა, რომ ფაქტი მესამე პირის ჩხრეკის დროს მოხდა. „ექვს ნოემბერს დაწყებული იყო გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობდა პიროვნების პირადი ჩხრეკა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს, გ.ნ. და გ.გ.ე მოვიდნენ აღნიშნულ ადგილზე, რა დროსაც გამოხატავდნენ აგრესას, ყვიროდნენ ღრიალებდნენ. მოუწოდეს პოლიციის თანამშრომლებმა მათ დაწყნარებულიყვნენ, ამის შემედეგ პოლიციის მისამართით აგრესიულები გახსნენ და დაიწყეს შეურაცხმყოფა. რის შედეგადაც ეს ორი პიროვნება დაკავებული იქნა“, - განმარტა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ბარძიმაძემ.დაკავებულების ადვოკატის შალვა გოგოლაძის განმარტებით, ორივე პირი დანაშაულს აღიარებს: “ნამდვილად არასაკადრისი ჩაიდინეს. აღნიშნულს არ ვაპროტესტებთ, არ ვხდიტ სადაოს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ინანიებენ“.მისივე თქმით, ორივე დაკავებული ახალი დაბრუნებულია ემიგრაციიდან, სადაც ისინი სამუშაოდ იყვნენ წასულები, ახლა კი მუშაობის დაწყებას საქართველოში აპირებენ: „ოთხშაბათს აქვთ გასაუბრება და კარგი იქნება თუ სასმართლო გაითვალისწინებს, რომ ახალგაზრდებს ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა. სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება მოითხოვა, რაც პატიმრობას 15 დღით ითვალისწინებდა. მოსამართლე ლუიზა თოდუას გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულ პირს სასჯელის ზომად ორ დღიანი პატიმრობა მიესაჯა.[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]