შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოდბის დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წელს დასრულდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და წმ. ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 4,7 მილიონი ლარია
მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ პროექტი ითვალისწინებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას.

ფონდის ინფორმაციით, აგრეთვე, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

,,პროექტი ითვალისწინებს წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი ასფალტბეტონის გზის მოწყობას. გათვალისწინებულია წყალამრიდი მილების, მიერთებების, ბორდიურების, რკ/ბეტონის კიუვეტების და საყრდენი კედლის მოწყობა.

ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას და იქმნება საცობი.

პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდება”,– აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია