გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელია: გვარები დოკუმენტებში არ ჩაწერილა, თუმცა შეთანხმების საგანი იყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2020

„ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით... ხელისუფლებაში არიან ისინი, მათ აქვთ ბერკეტი, რომ გაათავისუფლონ ახლა ბატონი უგულავაც, ბატონი ოქრუაშვილიც, ბატონი რურუაც, ბატონი თამლიანიც ისევე, როგორც გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ ბატონი კოშაძე, რაც არის ნამდვილად მისასალმებელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც ელჩების რეზიდენციებში მიმდინარეობდა, ძირითადად, ეხებოდა პოლიტიკურ დევნილებს და პოლიტიკურ პატიმრებს.   მისი თქმით, თუ არ შესრულდება შეთანხმება პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების მიმართ, ვერ შესრულდება მეორე კომპონენტიც, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს. 

 „იწყებოდა და მთავრდებოდა საუბარი ამათთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კონკრეტულ 2 დოკუმენტში არ ჩაწერილა კონკრეტული გვარები, ვინ უნდა გათავისუფლდეს“.- აღნიშნა ნიკა მელიამ. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია