შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტყის ან ნარგავის განადგურება ცეცხლის წაკიდებით- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2020

ორი დღის განმავლობაში, გურიაში ხანძრების შედეგად 40 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი და ბუჩქნარია განადგურებული, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი გამოეხმაურა:

"მუხლი 304. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება
1. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია