შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამლიანის დედა: მსოფლიო დონის გადამგდებთან რომ არ მქონდეს საქმე, მექნებოდა გათავისუფლების იმედი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2020

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, რომლითაც თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას მოითხოვს.

როგორც თამლიანის უფლებადამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, ფორმალური საფუძველიც არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაათავისუფლონ.

თამლიანის აღკვეთი ღონისძიება გადაიხედოს. მთავარი გარემოება ისაა, რომ ბრალდების მოწმეთა დაკითხვა პრაქტიკულად დასრულებულია, დღეს ბოლო მოწმეები მოჰყავს პროკურატურას. ისედაც არ არსებობდა და ახლა ფორმალური საფუძველიც არ არსებობს, რომ თამლიანი პატიმრობაში დარჩეს. იმედი, მაქვს სასამართლო გაიზიარებს ჩვენ შუამდგომლობას“, - განაცხადა იოსელიანმა. 

ბესიკ თამლიანის დედის, რუსუდან თამლიანის თქმით კი, მისი შვილის გათავისუფლებას არ ელოდება.

„საქმე რომ არ მქონდეს ივანიშვილთან, მსოფლიო დონის აფერისტთან და გადამგდებ ადამიანთან, მექნებოდა იმედი, რომ ჩემი შვილი გამოვიდოდა, მაგრამ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, რომ ჩემი შვილი გამოვიდეს. ესენი პრინციპულად მოითხოვენ, რომ ერთი და იგივე ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლონ“, - განაცხადა რუსუდან თამლიანმა. 

ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია