გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოვრება ომის შემდგომ: საქართველო და მოლდოვა - რუსული პროპაგანდისტული რვაფეხის საცეცები (III ნაწილი)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2020

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

 

პროპაგანდისტული პრესა, რომელიც საზოგადეობრივი თანხებით იკვებება

რაც შეეხება პრესას, ელენე ხოშტარია ამბობს რომ ბოლო წლებში პროპაგანდა საქართველოს ზოგიერთი მედიის მეშვეობით ხორციელდება. “მაგალითად საზოგადოებრივ არხზე, ანტინატოს და ანტიევროპული დებატები ტარდება. ჩვენ არაერთხელ გაგვიჩნდა შეკითხვა, რატომ კეთდება ეს ჩვენი თანხებით, რატომ ატარებენ პროპაგანდას ჩვენი ფულის ხარჯზე. სხვა ექსტრემისტულ მედიებს, რომლებიც ქსენოფობიურ, ანტიევროპულ მესიჯებს ატარებენ, ანუ რუსეთის პროპაგანდისთვის სასურველ გზავნილებს უშვებენ, მხარდაჭერას სახელმწიფო დაწესებულებები უწევენ, რომლებიც მათ რეკლამისთვის გადახდილი თანხებით კვებავენ.

“პროპაგანდას ჩვენ ხარჯზე ეწევიან. ამ მედია დაწესებულებების დახურვის მომხრე არ ვარ, მაგრამ მათდამი დამოკიდებულება მკაფიო უნდა იყოს, ფინანსური დახმარების გარეშე. მთავრობა პროევროპული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ მსგავსად არ იქცევა პრორუსული ოპოზიციის მიმართ. ბოლო წლებში ძვირფას დროს დემოკრატიულ რეფორმებში ვხარჯავთ. ჩვენ ვიმყოფებით სივრცეში, სადაც უხვად არის პრობლემები და კოფლიქტები. კრიმინოგენული მდგომარეობა მწვავდება, რაც ტურიზმზეც აისახება. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი მიმზიდველი ხთება. რუსეთი ამის წინააღმდეგობას აგრძელებს. მოსკოვმა იცის, თუ ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება, მაშინ ევროკავშირში ინტეგრაცია რეალობა გახდება, რაც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლების ინტეგრაციის მეტ შანსს უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

 

თამარ ხორბალაძე, Media Development Foundation საქართველო

თამარ ხორბალაძე მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა. ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია საქართველოში მედია მონიტორინგს   პროპაგანდაზე აქცენტით ახორიციელებს.

ის ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ქართული ტრადიციების მიმართ საფრთხის გზავნილებით მუშაობენ “უნდათ რომ ჰომოსექსუალები გაგვხადონ”.

“ზოგი გზავნილი ხალხს იმით აშინებდა, რომ ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო სირიიდან და ირანიდან მეტი მიგრანტის მიღებაზე და ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან,”- ამბობს თამარი.

საბოლოოდ გზვანილებმა ეფექტი იქონია: შესაბამისი ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვმა იკლო.

 

“სოციალურ ქსელებში პროპაგანდა კონტროლიდან გამოვიდა”

“როდესაც პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ. უნდა გავითვალისწინოთ სოციალური ქსელებიც, რომელიც ძალიან პოპულარულია. პროპაგანდამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ყველაზე გავრცელებული დასავლეთში დანაშაულის და მკვლელობის შესახებ გზავნილებია, ან იმის შესახებ რომ ბავშვები თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებას მშობლებთან იღებენ და რომ მსგავსი რამ გარდაუვლად საქართველოში იქნება თუ აშშ-ს და ევროკავშირს დავუახლოვდებით. ე.ი. ინტენსიურად ლაპარაკობენ იმაზე თუ რა ცუდია დასავლეთი”, - ამბობს ექსპერტი.

“რთულია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მასობრივია, დიდი რესურსები გააჩნია და სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს”.

საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ეკლესიას უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს. ყველა მესიჯი ეკლესიას გაივლის, მხოლოდ ცოტანი თუ ეწინააღმდეგებიან ამას, და მთლიანობაში მთელი სისტემა პროპაგანდას ემსახურება.

ოკუპირებულ რეგიონებში პროპაგანდის შესახებ საუბრისას თამარი აღნიშნავს, რომ იქ მცხოვრებლებთან კავშირი სუსტია, იქ თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა არ არის, ხალხი ფარულად იპარება, ცდილობენ ამის შესახებ არ ილაპარაკონ, რათა პრობლემები აირიდონ.

“მაგრამ არც ჩვენ ვიჩენთ განსაკუთრებულ აქტივობას. გარკვეული პოზიცია დავიკავეთ, თავს ვიკატუნებთ, არ ვიმჩნევთ, ვიცით, არ გვავიწყდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალიან ცოტა ინფორმაცია მოდის. იქ კი ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. როდესაც რამდენიმე აფხაზი ფეხბურთის თამაშზე მოვიდა ძალიან გაუკვირდათ რომ არავინ არ კლავს. ჟურნალისტმა, რომელიც ზუგდიდში იყო, თავის ბლოგში დაწერა რომ ამ ყველაფრის ხილვას არ ისურვებდა. რუსეთი აკეთებდა და აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს რათა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ დადასტურებული ინფორმაცია არ მიიღოს”.

 

სიძულვილის დისკურსი, გაქრობის პირას

ბოლო წლებში აფხაზების და ოსების მიმართ სიძულვილის დისკურსი თითქმის გაქრა. “ის რაც 90-იანებში იყო, უკვე აღარ არის. აფხაზების და ოსების მიმართ სიძულვილი უკვე აღარ ტრიალებს. ყარაბაღისგან ამით გამოვირჩევით, იქ პრესაში სიძულვილის დისკურსი კვლავ არსებობს. რუსეთის მიმართაც შემცირდა სიძულვილი, მაგრამ დასავლეთის მიმართ გაძლიერდა,”- ამტკიცებს ექსპერტი.

ჩვენ ვკითხეთ თამარს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებსაც საქართველოსა და მოლდოვაში გავესაუბრეთ, როგორია შესაძლო ცვლილებების გზები, პროპაგანდული პროდუქციის ნაკადის წინააღმდეგობის გაწევისთვის? საჭიროა მედიაპროდუქტის მომხმარებელს შორის კრიტიკული აზროვნების გაზრდა. განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შორის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ სივრცეში, სადაც პროპაგანდამ მასიური მიგრაცია განიცადა, ამბობს ის.

“შეიძლება იყო ეთიკური, მაგრამ ინფორმაცია არა მხოლოდ კლასიკური მედიის მეშვეობით, არამედ სოციალური ქსელითაც ვრცელდება. თუ კარგი მედია მომზადება არ გაქვს, მაშინ ძალიან რთულია გარკვევა. დასავლეთმა რუსულ პროპაგანდაზე დროულად და ადეკვატურად არ იმოქმედა და სამწუხაროდ, ახლა რუსეთის პროპაგანდას დიდი უპირატესობა აქვს. რასაც ვამბობ ოპიტიზმს არ აჩენს, მაგრამ ეს ასეა. ევროინტეგრაციის სტრატეგია ინფორმაციული სივრცის დაცვასაც ითვალისწინებს, ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და არა მთავრობა. ხოლო მთავრობა ამ ორგანიზაციებს არათუ პარტნიორებად, არამედ მტრებად თვლის,” - აზუსტებს თამარ ხორბალაძე.

ვლადიმერ მენაბდე, რეგიონული გამოცემის “გურიის მოამბის” მთავარი რედაქტორი ოზურგეთიდან ამბობს, რომ ბოლო წლებში რუსეთის პროპაგანდა ქართულ პრესაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ის თვლის, რომ რუსეთი ზოგიერთი მედიის მფლობელს თანხებს უხდის, რათა მათ ცრუ კონტენტი გაავრცელონ.

“ჩვენ რეგიონში, რომელიც საბჭოთა დროს მუდმივად რუსეთის აგენტებით იყო სავსე, ვინაიდან თურქეთის საზღვართან ახლოს ვართ, ახლაც რთული არ არის აგენტების პოვნა, რომლებიც მოსკოვზე მუშაობენ. იმის გამო, რომ რეგიონული გამოცემები ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან, ზოგი რედაქტორი და ჟურნალისტი გარკვეული თანხის სანაცვლოდ თანხმდება იმის წინ წამოწევას, რაც მოსკოვის აგენტებს სურთ ... სამწუხაროა ის, რაც ახლა ზოგიერთ ქართულ მედიაში ხდება,”- ამბობს ვლადიმირ მენაბდე.

 

რუსეთის პროპაგანდა მოლდოვაში

კიშინიოველი ჟურნალისტი ლილია ზახარია - ვებ პლატფორმის შტოპ Fალს-ის მენეჯერია.  პლატფორმა მოლდოვაში ცრუ ინფორმაციას და დეზინფორმაციას აუვნებელყოფს. 

ამბობს რომ რუსეთის პროპაგანდა მოლდოვის საზოგადოებრივ აზრზე ძლიერ გავლენას ახდენს, ვინაიდან ამისთვის მრავალი პრორუსული ვებსაიტი გამოიყენება. ისეთი როგორიც არის: “კომსომოლსკაია პრავდა”, “მოლდავსკიე ვედომოსტი”, “სპუტნიკ მოლოდვა”, ასევე რიგი ტელეარხები და რადიოარხები.

ეს საიტები ბევრ დეზინფორმაციულ ტექსტს აქვეყნებს. ცრუ და წინასწარგანწყობილ ამბებს შემდგომ სხვა მედია ორგანიზაციები ესესხებიან.

ყველაზე ხშირად ნეგატიურ ჭრილში ევროკავშირის და ნატოს შესახებ წერენ. ასევე, ნეგატიურად არის წარმოჩენილი უკრაინა და რუმინეთი.

“ჩვენთან გაყიდვების ყველაზე დიდი მოცულობა “კომსომოლსკაია პრავდას” აქვს. ამ გამოცემის მეშვეობით, რუსეთის პროპაგანდა უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. გამოქვეყნებული მასალებით, ეს გამოცემა უბიძგებს სიძულვილისკენ, მოლდოველებს და რუსებს შორის შუღლის ჩამოგდებას, რუმინულენოვან და რუსულენოვან მოსახლეობას შორის განხეთქილების შეტანას ცდილობს. Ამისთვის კი იყენებს გზავნილებს რუმინული და რუსული ენის, ისტორიის, დასავლეთის და აღმოსავლეთის შესახებ. მოლდოვაში დეზინფორმაციასთან და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულების სახელმწიფო უწყებები არ არსებობს. ამით მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და ზოგიერთი ჟურნალისტია დაკავებული. ისინი ფეიკების გამოვლენაზე და უარყოფაზე არიან სპეციალიზირებული. ამის მიუხედავად, მოქალაქეთა ინფორმირებულობა იმის შესახებ თუ როგორ გაარჩიონ ცრუ ინფორმაცია ნამდვილისგან, როგორ ამოიცნონ პროპაგანდა უკიდურესად რთული პროცესია.  ვინაიდან რესპუბლიკა მოლდოვაში მასმედიის 70% ყოველდღიურად პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის დაკავებული,”- ამბობს ლილია ზახარია.

საქართველოშიც და მოლდოვაშიც დეზინფორმაციას ერთი მიზანი აქვს - ჩვენი ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირს დააშოროს და რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს, - თვლის ლილია ზახარია. ყველაზე მეტი ცრუ ინფორმაცია საარჩევნო კამპანიების პერიოდის დროს ვრცელდება. ეს პროპაგანდა მუშაობს. 2016 წლის ნოემბერში მკაფიოდ გამოხატული პრორუსული, ანტინატოს და ანტიდასავლური მესიჯების საარჩევნო კამპანიის ფონზე, მოლდოვის მცხოვრებლებმა პრეზიდენტად პრორუსი კანდიდატი იგორ დადონი აირჩიეს.

“ჩვენ პროპაგანდის შედეგებს ვხედავთ ელექტორალურ პერიოდში. ერთი წლის წინ პრესის უმეტეს ნაწილს დემოკრატების ლიდერი ვლად პლახოტნიუკი აკონტროლებდა, ახლა კი ეს გავლენა იგრო დადონთან და პარტია სოციალისტებთან გადავიდა, რომლის ხელმძღვანელობასაც არაოფიციალურად განაგრძობს. პრორუსული ტელეარხები იგორ დადონის პრორუსულ პოლიტიკას მხარს უჭერენ. ეს მედია დაწესებულებები ბევრ პროპაგანდისტულ გზავნილს ავრცელებენ, რომელიც ყველაზე ძლიერ გავლენას სოფლად მცხოვრებლებზე ახდენს. მათ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები არ გააჩნიათ,” - ამტკიცებს ლილია ზახარია.

 

რუმინული ბასტიონები დნესტრისპირეთში

რესპუბლიკა მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში 8 სკოლა თითქმის 30 წლის განმავლობაში რუმინული ენის ბასტიონებად რჩება და რეგიონის სრულ რუსიფიკაციას წინააღმდეგობას უწევს . რუმინული სკოლები, როგორც მას თავად თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა უწოდებს, უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობს, რომელიც ტირასპოლის რეჟიმის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. რვიდან შვიდ სკოლას საკუთრი შენობა არ გააჩნია, ხოლო ნაქირავები შენობები სასწავლო პროცესისთვის ელემენტარულ პირობებს ვერ უზრუნველყოფს. წლის დასაწყისში და მიწურულს საზეიმო სწორებაზე სასწავლო დაწესებულებებს რესპუბლიკა მოლდოვის ჰიმნის შესრულება ეკრძალებათ, ისევე როგორც დროშის აღმართვა.

ტირასპოლის ლიცეუმები, ბენდერი, რიბნიცი, გრიგორიოპოლი და დუბესარი, ასევე სამი გიმნაზია - ერთი ბენდერში, დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქალაქში, რომელსაც ტირასპოლის მთავრობა აკონტროლებს, და ორი - დასახლება კორჟოვა და როგიში, რომლებიც დუბესარის რეგიონში შედის და ტირასპოლის რეჟიმს არ ექვემდებარება, კიშინიოვის მიერ არის დაფინანსებული, მაგრამ მათ მაინც ძალიან უჭირთ.

მოსწავლეები თანამედროვე სასწავლო წიგნებით ლათინური ანბანით სწავლობენ. სრულად სხვა ვითარებაა შტეფან ჩელ მარეს სახელობის ლიცეუმში, გრიგორიოპოლში, რომელიც ამჟამად დასახლება დოროცკაიაში მდებარეობს. Სასწავლებელი Აქ 2002 წლის შემდეგ გადაიტანეს, როდესაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სასწავლო პროცესის სლავურ დამწერლობზე გადაყვანა დაავალდებულა. მას შემდეგ, რამდენიმე დასახლების მოსწავლეებს, მათ შორის ბუტორიდან და ტაშლიკიდან, რომელსაც ტირასპოლის რეჟიმი აკონტროლებს, ყოველ დღე დოროცკაიაში წასლა უწევთ, რათა რუმინულ ენაზე ისწავლონ. 

 

იონ იონჩევ

უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში დნესტრისპირეთის რუმინულენოვანი სკოლები, ე.წ. ტირასპოლის მთავრობისთვის კიშინიოვთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგანი იყო.

2004-2006 წლებში მშობლებმა, მასწავლებლებმა და მოწაფეებმა დასახლებული პუნქტებიდან რიბნიცა, ბენდერი და გრიგორიოპოლი ევროკავშირის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართეს. სარჩელი ადამიანის არაერთი უფლების დარღვევას შეეხებოდა. მათ შორის: განათლების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაცია.

2012 წელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მიმართ განათლებაზე უფლებების დარღვევა აღიარა. ამავდროულად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ რესპუბლიკა მოლდოვა განათლებაზე უფლებების დარღვევაში დამნაშავე არ არის.

 

რუმინული კალიადკები (საშობაო დღესასწაული)  ტირასპოლის შუაგულში

ტირასპოლის ლუჩიანა ბლაგის სახელობის თეორიულ ლიცეუმში 24 დეკემბერს მივედით, არდადეგებამდე.

მოსწავლეები, დიდები და პატარები, ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი კალიადკებს ზეიმობდნენ, ულოცავდნენ მასწავლებლებს და მშობლებს. კალიადკებში, ზანზალაკების რეკვისას რუმინული ენა ლამაზად ჟღერდა.

“ჩვენთან სწავლობენ ბავშვები რუსულენოვანი ოჯახებიდან. რუმინულ ენაზე ლაპარაკი არ იცოდნენ. აქ ენა ისწავლეს, ახლა იმ მოსწავლეებისგან ვერ გაარჩევ, ვისთვისაც რუმინული მშობლიური ენაა,” - გვეუბნება ლიცეუმის დირექტორი იონ იოვჩევი. ის ეროვნებით ბულგარელია. უკვე 30 წელია რუმინულ ენაზე ასწავლის სკოლაში, რომელიც ტირასპოლის შუაგულში მდებარეობს, სეპარატისტული ანკლავის დედაქალაქში.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი დამსახურება მდგომარეობს იმაში რომ ამდენი ბავშვი ამოვგლიჯეთ აქ დამოძღვრილ იდეოლოგიას… არც ვიცი რა ვუწოდო მას - კომუნისტური, შოვინისტური, პრორუსული. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ბავშვებმა გაიგეს თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი ადამიანი, რა არის შეუხრელობა და ღირსება, და ევროპულ ღირებულებებს შევუერთდით. ჩვენი ლიცეუმის კედლებმა ათასზე მეტი ბავშვი აღზარდა. ეს კი დიდი და სასიკეთო საქმეა. ამ ქალაქში ძალიან ბევრს გვაწვალებდნენ, ბევრი რამ გადავიტანეთ, იყო თავდასხმები და ნგრევები, მაგრამ ჩვენ როგორც ფენიქსი ფერფლიდან ვიბადებოდით. რთული იყო, მაგრამ ამასთან საინტერესო. ეს ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა. ეს არსობრივად ჩემი ჯვარია, რომელიც ღმერთმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა მარგუნა,” - გვპასუხობს იონ იოვჩევი, კითხვაზე თუ რას ნიშნავს აქ ამ ყველაფრის გაძლება და გადატანა.

ანტიდასავლური და ანტირუმინული პროპაგანდა ტირასპოლში საბჭოთა დროსაც იყო. მოგვიანებით მტრის სახე აშშ-მ და რუმინეთმა მიიღო. ტვინის გამორეცხვა პრესის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ბოლო დროს ტირასპოლის ადმინისტრაციის საიტების დახმარებითაც,“ -  ამბობს დირექტორი.

“ახლა დნესტრისპირეთის ნომერ პირველი მტერი არის რესპუბლიკა მოლდოვა, და რა თქმა უნდა რუმინეთი. ჩვენს სკოლაში არა მხოლოდ მოლდოველი ბავშვების მოზიდვა მოვახერხეთ, როგორც მათ აქ უწოდებენ, არადა ფაქტობრივად რუმინელები არიან, არამედ რუსებისაც. მოსწავლეები და მათი მშობლები მიხვდნენ, რომ ყველაფერი სრულად ისე არ არის როგორც მათ ამას ადგილობრივი მედია უხატავს. Ჩვენთან ასევე ბევრი ბავშვი მოვიდა რუსულენოვანი საბავშვო ბაღებიდან, რომლებმაც რუმინული ენა საერთოდ არ იცოდნენ, ახლა კი მშვენიერ რუმინულზე საუბრობენ. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს რუმინელი მწერლები, დაინახეს თუ როგორია რუმინეთი და დარწმუნდნენ რომ სრულად სხვაგვარია, ვიდრე მათ აქ ტირასპოლში წარმოუდგენს,” - გვიყვება იოვჩევი.

გაგრძელება იქნება


სტატია მომზადებულია მოლდოვის გამომძიებელ ჟრნალისტთა ცენტრისა და საწართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
The article was prepared as part of the investigative reporting grant funded by the Institute of War and Peace Reporting (IWPR) within the Project «Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes». The views and opinions expressed in this article are those of the authors and do not necessarily reflect the official policy or position of the Institute

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია