შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაძაბული მდგომარეობა ოზურგეთში მოსახლეობა კორონავირუსის გამო იზოლირებულის ლიკვიდაციით იმუქრება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2020

ამ წუთებში დაძაბული მდგომარეობაა ქალაქ ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩაზე. მოსახლეობა კორონავირუსის გამო იზოლირებულის კარანტინში გადაყვანას ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლიკვიდაციით იმუქრებიან.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილობრივებმა უთხრეს, ქალბატონი რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა იტალიიდან არ იცავს იზოლაციის წესებს და საცხოვრებელიდან ყოველდღიურად რამდენჯერმე გამოდის, სამსახურშიც დადის:

"მოდიან ეს ეპიდემიოლოგები, მაშინ ხვდება სახლში, წავლენ თუ არა ეგრევე გამოდის გარეთ და რასაც უნდა იმას აკეთებს, რამდენჯერმე მივმართეთ შტაბს მაგრამ გვეუბნებიან - რა ქნას ჰაერზე გამოვიდაო - იძულებულნი ვართ რაღაცა გავაკეთოთ, აქ ისეთი სიტუაციაა შესაძლოა მოკლან" - გვიხსნიან იზოლირებულის მეზობლები ტელეფონში.

მათი თქმით ამ ქალბატონს ქალაქში ე.წ. "მეორადების" მაღაზია აქვს და იქაც საფრთხეებს ქმნის.

"გურიის მოამბე" სასწრაფოდ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებას და ჩავაყენეთ საქმის კურსში არსებული სიტუაციის შესახებ.

"ჩვენ მივეცით ამ ქალბატონს შენიშვნა და გვითხრა რომ ჰაერზე გამოვედიო. თუ ასეა მაშინ გამოვიძახებთ ბრიგადას და გადავიყვანთ კარანტინში" გვითხრა განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია