სამცხე-ჯავახეთი
ვალეს მოსახლეობას გაზი არ მიეწოდება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 მარტი 2020
ვალეს მოსახლეობას გაზი არ მიეწოდება
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.03.2020
დღეს, ცხრა მარტს ვალეში ბუნებრივი აირის მილი ტრაილერმა დააზიანა, რის გამოც დასახლება გაზის გარეშეა დარჩენილი.
ვალეში მერის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ გაზის მილი დაახლოებით 21:00 საათზე დააზიანეს."როგორც მითხრეს მთლიანი ქალაქია გათიშული, ამაღამ აღდგენას ვერ მოახერხებენ, ხვალ დილით შეაკეთებენ და გაზის მიწოდებაც აღდგება. ავარიის გამო მთლიანი სისტემის ჩაკეტვა მოუწიათ", – ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.[sknews.ge]