შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2020
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 11.03.2020 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს კი პნევმონია აქვს. ფოტო:Xiao Yijiu / AP„მდგომარეობა ჯერჯერობით რჩება უცვლელი. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ეს კლინიკური მონაცემები და ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციით მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად არ უარესდება. შეიძლება ითქვას, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს ოთხ პაციენტს აქვს პნევმონია, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. ჯერჯერობით ამათი მდგომარეობა არ პროგრესირებს, არ უარესდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ.11 მარტის [10:30 საათი] მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, აქედან 20-ს კორონავირუსი აქვს.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია