შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოლქების გადანაწილებაზე ხელოვნურად და დრამატულად დადგმული ვნებათაღელვაა- წილოსანი ოპოზიციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით ხელოვნურად და დრამატულად დადგმული ვნებათაღელვაა. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ოლქების მონახაზის შემუშავებისას რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა.

"ოლქების ის პრინციპი, რა პრინციპითაც ჩვენმა გუნდა გადაანაწილა ოლქები ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. გარკვეულწილად არის შფოთვა თბილისის მაჟორიტარების რაოდენობასთან დაკავშირებით და ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, თუნდაც ერთით მეტს, თუმცა, ვფიქრობ თბილისი, რომელიც არის დედაქალაქი და ცენტრი არ იქნება დანაკლისში თუ ერთით ნაკლები დეპუტატი ეყოლება", — განუცხადა ფორმულას ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, აპირებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემის ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია