გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2020

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა - გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

'საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება  დღის ცენტრებში.  საჭირო ღონისძიებებს  დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება' - წერია განცხადებაში. 

სასწავლო პროცესი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 2 მარტს შეწყდა, იმ დროისთვის საქართველოში ინფიცირებული მხოლოდ სამი პირი იყო. 

ამ ეტაპზე კი 23 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია. 

კარანტინში  რჩება 126  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია