შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩინეთმა საქართველოს $420 000 ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტი აჩუქა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2020

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. კერძოდ, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით $420 ათასის ღირებულების 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. მათივე ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია