შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რადას დეპუტატი – საქართველოში ჩატარებულ ოპერაციაზე: „იარაღი ჩადებულია!“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს. კერძოდ, დეპუტატი აცხადებს, რომ ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს იარაღი ჩაუდეს და რომ ეს პროვოკაცია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. საუბარია გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.    

„ეს არის პროვოკაცია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს: პირველი ვერსიაა, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რადგან აწყობთ აწყობთ სკანდალის გამოწვევა, ქართველი ამომრჩევლის დაშინება – თითქოს ჩამოვიდნენ ვიღაც მებრძოლები უკრაინიდან საზარელი მიზნებით. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ, ითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, ისინი იბრძვიან უკეთესი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ,“ - განაცხადა სიმონ ისმნჩენკომ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი "დონბაისის" წევრი ლუკა ჩხეტიაა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია