კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ერეკლე მეფის სახელობის ორდენის დაწესების ინიციატივით გამოდის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ერეკლე მეფის სახელობის ორდენის დაწესების ინიციატივით გამოდის.

ფიქრია ყუშიტაშვილი მიიჩნევს, რომ ორდენის პირველი მფლობელი უნდა გახდეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

“წელს ერეკლე მეფის 300 წლის იუბილეა და გიორგი კალანდიას შესანიშნავი ციკლი აქვს ამ თარიღთან დაკავშირებით, სადაც გააჟღერა, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით, ყვავილზე აცრა საქართველოში სწორედ პატარა კახის დროს განხორცილედა და ერეკლემ დაამკვიდრა ეს ევროპული კულტურა ჩვენში. სწორედ ამ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ 2020 ამ ვერაგ ვირუსთან ომის წელია, ხოლო ამ ომში მთავარსარდალი ბატონი ამირან გამყრელიძეა, რომელიც თავის ლაშქართან ერთად, მჯერა, აუცილებლად დაამარცხებს ამ ვერაგ მტერს და გამარჯვებული გამოვა. ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მეფის საიუბილეოდ ხელსუფლება დააწესებს ერეკლე მეფის ორდენს, ხოლო მისი პირველი მფლობელი სწორედ ბატონი ამირანი გახდება. ეს მეფის სახელის უკვდავყოფაცაა და თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწისა და პროფესიონალის დაფასებაც”, – განაცხადა “knews” – სთან საუბრისას ფიქრია ყუშიტაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია