სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე თანამშრომლებს გამოკითხვაზე იბარებენ

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2020
ბორჯომის მერის,  ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის საქმეზე მერიის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა.
„ გასულ კვირას მერიის ორი თანამშრომელი იყო დაკითხვაზე , ორივე მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელია“, - განუმარტა ტელეკომპანია „ბორჯომს“ მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა.

გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი.

„ორი დეპუტატი იყო დაბარებული „პატრიოტთა ალიანსიდან“, ორი „ქართული ოცნების წარმომადგენელი“, - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურიდან ჯერ არ დაკავშირებიან ბორჯომის მერის წარმომადგენელს დაბა ბაკურიანში. გოჩა გობრონიძეს ამბობს, რომ ეტაპობრივად, ალბათ, ყველას დაიბარებენ, მათ შორის მასაც.

მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ქრთამის აღების ბრალდებაზე, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

27 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება. პროცესი აპრილშია ჩანიშნული.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია