გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრობაციონერები 14 აპრილამდე ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან- წულუკიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2020

"14 აპრილამდე, პრობაციონერებს ვათავისუფლებთ ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

"მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს - დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებულნი პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული, თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ -  პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულებების შესრულებისგან"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია