სამცხე-ჯავახეთი
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
12 მარტი 2020
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 12.03.2020
იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ აქვთ, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საჯარო რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს ნუ მიაკითხავენ.
თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტები და მუნიციპალიტეტებში რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები, ასევე სანოტარო ბიუროები დღეში ემსახურებიან 30 000-ზე მეტ მოქალაქეს. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებმა თხოვნა გაითვალისწინონ ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით.„განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. მესამე - თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, ამ მეთოდს მიმართეთ . ჩვენ იმ სერვისების ნუსხას გამოვაქვეყნებთ, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ, - განაცხადა წულუკიანმა.შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.[sknews.ge]