შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020
როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.03.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაცით, სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში შაბათს წვიმა და თოვლჭყაპია ნავარაუდევი, კვირას გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. შაბათს, 14 მარტს ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში, დღის მეორე ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +15, +17 გრადუსია, ხოლო ღამით +7, +9. ასევე წვიმაა მოსალოდნელი ახალქალაქსა და ბაკურიანში. დღისით +9, +11 ღამით კი +2+4 გრადუსი დაფიქსირდება. ნინოწმინდაში თოვლჭყაპია ნავარაუდევი, დღის მეორე ნახევრიდან დღის მაქსიმალური ტემპერატურა +4, +6 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +1 +3.15 მარტს გამოდარებს და უმეტეს მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპარატურა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით, კი +4, +6 გრადუსია ნავარუდევი.ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს ახალქალაქსა და ბაკურიანში. დღისით +10 + 12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით 0 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა. უნალექო ამინდი შენარჩუნდება ნინოწმინდაშიც, ღამით ტემპერატურა –1,–3 გრადუსი ყინვა იქნება. დღისით, კი +7 +9 გრადუსამდე გათბება ჰაერი.16 მარტიდან სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. უმეტეს მუნიციპალიტეტში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. [ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია