შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტში მისვლისგან თავი შეიკავონ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები - 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია