შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში მიუსაფარი ცხოველებისთვის ახალი კლინიკა სექტემბერში იქნება მზად

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2020
გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალი კლინიკისა და კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა 2020 წლის 21 სექტემბერში დასრულდება. ამის შესახებ კომპანია ,,მამკოსთან“ დადებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ,,მიუსაფარი ძაღლებისთვის ახალი შენობა ძირითადად კლინიკის ფუნქციებს შეასრულებს“ - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ აფციაურმა. მისი განმარტებით, ე.წ. თავშესაფარში მხოლოდ ის ძაღლები იქნებიან მოთავსებული, რომელთაც მკურნალობა სჭირდება, ან კიდევ აგრესიულები არიან. ფოტოზე: კლინიკა/ლაბორატორია
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია