თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტიდან ორი მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავის მკვიდრები არიან. საპატრულო პოლიციისა და სპეცეკიპირების დახმარებით, მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგარეჯოს განყოფილების უფროსის, ლელა ოთარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანი ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
,,ერთი პირი ჩამოვიდა ესპანეთიდან და მეორე იტალიიდან. ისინი მუდმივად არღვევდნენ თვითიზოლაციის დადგენილ წესს, რაზეც გაფრთხილებაც მიიღეს, მაგრამ მაინც არ ემორჩილებოდნენ წესებს. იძულებული გავხდით და ჩავრთეთ პოლიცია”, – განაცხადა ოთარაშვილმა.
ეს, კახეთიდან მოქალაქის იძულებით კარანტინში გადაყვანის უკვე მეორე შემთხვევაა.