სამცხე-ჯავახეთი
16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 მარტი 2020
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური
წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ
აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ფედერალური სათათბიროს
ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.
საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების
დროებით შეჩერების შესახებ.
აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის
ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ
საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება
სატვირთო გადაზიდვებზე", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის
გავრცელებულ განცხადებაში.