შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2020

შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია