სამცხე-ჯავახეთი
პირველადი ტესტით მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 მარტი 2020
პირველადი ტესტით მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 15.03.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტის პირველადი ტესტი უარყოფითია.
ეზუგბაიას თქმით,იმ შემთხვევაში, თუ 24 საათში გაკეთებული მეორე ანალიზიც ნეგატიურ შედეგს უჩვენებს, ეს პაციენტი გამოჯანმთელებულად ჩაითვლება."შემიძლია ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტს, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა",- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.[sknews.ge]