სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020
სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა მთავარი → სიახლე, სამართალი 13.03.2020 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა მას სამუდამო პატიმრობა ამავე წლის 21 დეკემბერს მიუსაჯა.თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ , რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შალვა აბულაძემ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების - ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა.სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია