შიდა ქართლი
,,მადლიერების ტაში" - სამედიცინო პერსონალს დაუღალავი ზრუნვისთვის
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 მარტი 2020
,,შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს
ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!" - ეს მიმართვა
სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 18 მარტს, 21:00-ზე,
მთელს საქართველოში, გავიდნენ აივნებზე:
,,გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს,
რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!" - აღნიშნულია
ტექსტში.
მსგავსი სახის აქციები იტალიასა და ესპანეთში 14 მარტს გაიმართა. ეს
ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ეპიდემია ყოველდღიურად იზრდება,
სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად მოქალაქეთა ჩართულობა გახდა
საჭირო.