შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის იუსტიციის სახლიდან მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მარტი 2020

თელავის იუსტიციის სახლიდან მოქალაქე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს.

ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რუსეთიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფის ერთ-ერთი ქვეყანაა. შუახნის კაცი თელავის იუსტიციის სახლში ერთ- ერთმა მყოფმა ამოიცნო და სამართალდამცველებს გამოუძახა.

იძულების წესით კახეთიდან საკარანტინო ზონაში უკვე 8 ადამიანი გადაიყვანეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია