კორონავირუსის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეზღუდვა 18 მარტის 00:00 საათიდან, ორი კვირის მანძილზე გავრცელდება.
"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები" - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნება საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული.