გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოვრება ომის შემდგომ: საქართველო და მოლდოვა - რუსული პროპაგანდისტული რვაფეხის საცეცები (IV ნაწილი)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მარტი 2020

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი


რუსეთის მოქალაქეობა რუმინეთის მოქალაქეობის წინააღმდეგ

ლიცეუმში მის ერთერთ აღზრდილს შევხვდით. ნიკოლაი რომანოვმა უნივერსიტეტი რუმინეთში დაასრულა და ახლა იასკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დოქტორანტია. მას არდადეგები აქვს და მასწავლებლების სანახავად ჩამოვიდა. მისი ყველა თანაკლასელი დნესტრისპირეთიდან წავიდა, ვინაიდან აქ თავიანთ მომავალს ვერ ხედავდნენ. უმეტესი მათგანი ევროპაშია. იხსენებს, რომ ბავშვობაში პატარებს, რომლებიც რუსულად ლაპარაკობდნენ, რუმინელებს და ფაშისტებს ეძახდნენ, დამპყრობლებსაც კი.

“ჩემი თანატოლებიც, რომლებიც რუსულ სკოლებში სწავლობდნენ, აქედან წავიდნენ. ერთი - მოსკოვში, მაგრამ უმეტესობა ევროპაში. მოლდოვური საბუთები გაიკეთეს და მოლდოვასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ზოგიერთმა, მიუხედავად რუსეთის მოქალაქეობისა, რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო, რადგანაც მეტ პერსპექტივას უზრუნველყოფს”, - ამბობს ნიკოლაი.

ახლახან პრესა წერდა, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადიმ კრასნოსელკის, ანტიდასავლური და ანტირუმინული მესიჯების ერთ-ერთი დამცველის მეუღლესაც კი, რუმინეთის მოქალაქეობა აქვს. ტირასპოლის ლიდერს არაერთხელ აქვს გაჟღერებული შინაარსი “რუმინეთის ოკუპაციისგან განთავისუფლების” შესახებ, და ეს პროპაგანდისტული გზავნილი ხშირად გამოიყენება დნესტრისპირეთის რეგიონში.

“იმ დროს, როდესაც პრორუსები აქაფებული პირით დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და რუმინეთისგან მონობისაგან თავის დაღწევაზე, მათი ლიდერები რუმინულ მოქალაქეობას და საბუთებს იკეთებენ. ცხოვრობენ კარგად და ევროპულად. მოხალისეობრივად და ძალდატანების გარეშე მონობაში მიდიან, რომლისგანაც ვითომდა გათავისუფლება სურთ. რუმინეთი ცუდია და მას მხოლოდ საჩვენებლად აკრიტიკებენ იმათ წინაშე, ვისაც პროპაგანდის სჯერა და მიჰყვებიან. დანარჩენი კი ვისაც რა შეუძლი იმას წაჰგლეჯს, რუმინეთის დროშას ლოკავს, და ერთგულების ფიცს დებს,” - განაცხადა ვლად ბილეცკიმ, აქტივისტმა რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. მან რუმინულ მთავრობას ზომების მისაღებად მიმართა “ანტირუმინული სეპარატისტების მიმართ, რომელთაც რუმინეთის მოქალაქეობა გააჩნიათ და რუმინეთს დაუდეს ფიცი”.

დნესტრისპირეთის უმეტეს მცხოვრებს რესპუბლიკა მოლდოვის მოქალაქეობა გააჩნია. დროთა განმავლობაში კიშინიოვის მთავრობამ მათ საბუთების გაფორმებაზე შეღავათები შესთავაზა, მათ შორის ბიომეტრიულ პასპორტებზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

სკოლები, სადაც ასწავლიან კირილიცაზე

სოფლის სკოლაში მივდივართ, დასახლება მელეეშტში გრიგორიოპოლისის რაიონში, ტირასპოლიდან 11 კილომეტრში. დასახლების უმეტესი მცხოვრები მოლდოველია. სკოლა ტირასპოლის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აქ ბავშვები მოლდავურ ენაზე სწავლობენ, მაგრამ კირილიცას საფუძველზე. რუმინული ენა კირილიცული ანბანით - მოსკოვის გამოგონება მოლდოველების, მათი ძმა რუმინელებისგან და რუმინული ენისაგან დაშორების მიზნით.

დნესტრისპირეთში დაახლოებით 30 სკოლაა სადაც ბავშვები მონაგონ ენაზე სწავლობენ, ე.წ. მოლდოვურზე (იგივე რუმინული, ოღონდ კირილიცას ანბანით). მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. ამავდროულად, იზრდება სკოლების რიცხვი სადაც რუსულ ენაზე ასწავლიან.

“ბავშვები, რომლებმაც სკოლა დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაამთავრეს, ერგებიან და სწავლობენ რესპუბლიკა მოლდოვაში, რუმინეთში, ასევე რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში. დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მათ ბაკალავრის ხარისხის გამოცდების ჩაბარება უწევთ, ვინაიდან ჩვენთან დნესტრისპირეთში მხოლოდ 11 კლასს სწავლობენ. რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე აბარებენ,”- გვეუბნება ერთ-ერთი მასწავლებელი ანონიმურობის დაცვის პირობებით, რათა მთავრობისგან პრობლემებს თავი აარიდოს.

სასწავლო წიგნები ცენტრალიზირებულად დნესტრისპირეთში გამოიცემა. ზოგი წიგნი, ისეთი როგორც მაგალითად ზუსტი მეცნიერებების შესახებაა, თარგმნილი რუსული სასწავლო წიგნებიდან. Ნაწილი რუსი ავტორების მიერ არის დაწერილი. Ისინი ტირასპოლმა დნესტრისპირეთის რეალიების მომხრეთა რიცხვიდან შეარჩია. წიგნები ტირასპოლში იბეჭდება. მოლდავურ ენასა და ლიტერატურაში ბავშვები რამდენიმე მოლდოველი მწერლის და პოეტის ნაწარმოებს სწავლობენ. Მათ შორის ისეთების, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ისწავლებოდა.

ბიბილიოთეკაში ვხედავთ უკიდურესად იდეოლოგიზირებულ სასწავლო წიგნებს კირილიცაზე. აქ ბავშვები რუსეთის და მშობლიური მხარის ისტორიას სწავლობენ, ანუ დნესტრისპირეთის რეგიონის. როდესაც წიგნები გადავფურცლეთ, შევამჩნიეთ რომ ბევრი რამ წერია “რუმინელი-ფაშისტი დამპყრობლების” შესახებ, ზუსტად ისეთივე გზავნილებით რომელსაც რეგიონში რუსული პროპაგანდა იყენებს. თითქმის იდენტური სასწავლო წიგნები ვნახეთ აფხაზეთში.

მასწავლებლები, რომელთაც გავესაუბრეთ გვთხოვენ რომ ჩვენს მასალებში მათი სახელები არ ვახსენოთ. ვინაიდან ბევრი პრობლემა გაუჩნდებათ.

ერთ-ერთ დასახლებაში რამდენიმე გამვლელს გავესაუბრეთ. ტირასპოლის რეჟიმის შესახებ საუბარს თანხმდებიან, მაგრამ მათი მოსაზრება სხვადასხვაგვარია. ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმიიის, ყოფილი მეთოთხმეტე არმიის, ოპერატიული ჯგუფი მშვიდობის გარანტია, სხვები კი თვლიან რომ უკვე დიდი ხნის წინ გასაყრელები არიან რეგიონიდან.

ერთი ქალი გვიყვება რომ მასწავლებელი იყო. მაგრამ სკოლაში მუშაობა დიდი ხანი ვერ შეძლო, განსაკუთრებით როდესაც კირილიცა შემოიღეს.

“რუს ხალხს პატივს ვცემ, ვინაიდან ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ასაკის გათვალისწინებით, განსხვავებულ ადამიანებს შევხვედრივარ. როდესაც პირობა წამოგვიყენეს, რომ ამიერიდან კირილიცის საფუძველზე უნდა გვესწავლებინა სკოლაში მუშაობაზე უარი ვთქვი. მოგვიანებით ქალაქში ერთერთ ლიცეუმში ვმუშაობდი, მაგრამ თავაზიანად მთხოვეს რომ წავსულიყავი”.

 

დნესტრისპირეთის პრესა და პროპაგანდა

დნესტრისპირეთი არის პატარა არაღიარებული სეპარატისტული სახელმწიფო, დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრის ფართობით და დაახლოებით 300 000 მცხოვრებით.

ქალაქის ჯიხურებში ბევრი რუსულენოვანი გამოცემაა, ასევე ადგილობრივი გამოცემები “დნესტროვსკაია პრავდა”, “ჩელოვეკ ი ეგო პრავა”/ ”ადამიანი და მისი უფლებები”, “პრავდა პრიდნესტროვია”, “პრიდნესტროვიე”, “ვესტნიკ”, “დრუჟბა” და “ადევერულ ნისტრიან”.

უკანასკნელი გამოცემა კირილიცაზეა შექმნილი. გამოცემაში, რომელიც ნოემბერში შევიძინეთ წერდნენ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დადონთან. 2016 წელს პირველად დნესტრში ომის შემდეგ, რეგიონის მოსახლეობას ნება დართეს მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ხოლო 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამი საარჩევნო ოლქიც კი გახსნეს დნესტრის მარცხენა სანაპიროს რაიონებისთვის და ქალაქ ბენდერისთვის, რომელიც დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, და კიშინიოვის საკანონმდებლო ორგანოში დნესტრისპირეთის მოსახლეობის წარმომადგენელი სამი დეპუტატი შევიდა.

ბენდერებში გამოდის გამომცემლობა “ნოვაია ვრემია”, ხოლო ქალაქ სლობოზიაში - “სლობოდზეისკიე ვესტი”, ქალაქ დუბესარში - “ზარია პრედნესტროვია”. ასევე ტირასპოლში გამოიცემა უკრაინულენოვანი გამოცემა - “გომონ”. ყველა გამომცემელი ადგილობრივი ადმინისტრაციის ხარჯზე ფინანსდება. მათ სარედაქციო პოლიტიკაში მხოლოდ ერთი მოსაზრება ფიგურირებს - ოფიციალური- იდეოლოგიზირებული მასალები ანტიევროპული და პრორუსული გზავნილებით.

არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი გამომცემელი, რომელიც ქალაქ რიბნიცაში გამოდის - “დობრი დენ”. ამ გამომცემლის დამოუკიდებლობა იმით აიხსნება, რომ მასში ძირითადად კულტურული და გასართობი სტატიები ქვეყნდება და ისინი რეგიონის ადმინისტრაციას არ ეხება.

დნესტრისპირეთის რეგიონში ექვსი ტელეარხი მაუწყებლობს: სახელმწიფო ტელეარხი “პერვი პრედნისტროვსკი”, ქალაქ ბენდერის მუნიციპალური ტელეარხი, კერძო არხები - ტეესვე ჰოლდინგ “შერიფის” კერძო მაუწყებლები, რომლებიც რეგიონს აკონტროლებენ და პოლიტიკური პარტია ობნოვლენიეს უკან არიან. რიბნიცაში მაუწყებლობს ლიკ ტევე/«ЛикТВ», ხოლო ბენდერში - დნესტრისპირეთის პირველი ინტერნეტ ტელემაუწყებლობა “დნესტრ ტევე”.

 

“24 რადიოსიხშირე მოსკოვის მიერ გამოიყენება ევროპაში პროპაგანდისთვის”

რეგიონის უმეტესი გამომცემლობის და ტელეარხის კონტენტი არც ისე განსხვავდება - ერთნაირი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გზავნილები, მოსკოვის და სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ქებით.

“დენსტრისპირეთში რუსიფიკაციის ძალიან ძლიერი პროცესი შეინიშნება. გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა პერიოდში,” - ამბობს რესპუბლიკა მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი ოაზუ ნანტოი.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, თუ რომელი დაწესებულება გაცემს სიხშირეებს მაუწყებლობისთვის დნესტრისპირეთის არხებზე, ვინაიდან რესპუბლიკა მოლდოვის ტელე-რადიო მაუწყებლობის საკოორდინაციო საბჭოს ვებსაიტზე, დნესტრისპირეთის რეგიონის შესახებ ინფორმაცია ვერ ვნახეთ.

დნესტრის მარჯვენა სანაპიროსგან განსხვავებით, მარცხენა სანაპიროს რაიონებში უკვე რამდნიმე წელია რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ ადგილობრივი სიხშირის საფუძველზე. კიშინიოვის ანალოგური მაუწყებლობის სიხშირეები პრაქტიკულად დაბლოკილია. “თუ დნესტრის მარჯვენა სანაპიროც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, მაშინ დენსტრისპირეთის მაუწყებლობის შესაძლებლობას მივიღებთ,”-ამბობს რეპუბლიკა მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი ვასილი ნესტასე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

“დნესტრისპირეთის რეგიონში ახლა ციფრული სიხშირეები გამოყენება. ისინი მოლდოვის საკუთრებაა, მაგრამ წინააღმდეგობის გარეშე გამოიყენება სეპარატისების მიერ, მოლდოვის მთავრობის დუმილიანი თანხმობით. ზუსტად ასევე გამოიყენება “მოლდტელეკომის” ქსელი, და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტები, რომელიც ანტიკონსტიტუციურმა რეჟიმმა მიითვისა. ასევე გამოიყენება რუსული სიხშირეები, რუსეთის ფედერაციის ინტერესებით,”- აზუსტებს დეპუტატი.

ამავდროულად, რადიოგადამცემი ცენტრის მაიაკის ორი სიხშირე გრიგორიოპოლში, რომლის მეშვეობით საზოგადოებრივი რადიოსადგურის ორი არხი მაუწყებლობდა - “რადიო მოლდოვა” და “ლუჩაფერულ” - ახლა ტირასპოლის სეპარატისების საკუთრებაშია.

“იქ ასევე არის რუსეთის ფედერაციის 24 სიხშირე. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, საიდანაც ხორციელდებოდა მაუწყებლობა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ევროპაში. ეს ახლაც გრძელდება, და მოცემულ სიტუაციაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია მოლდოვის კონსტიტუციურ ტერიტორიას იყენებს საკუთარი პროგრამების ტრანსლირებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ის რასაც აქედან მოსკოვი მაუწყებლობს - ეს არის სუფთა წყლის პროპაგანდა, რაც ჩემი შეხედულებით არის რესპუბლიკა მოლდოვის და სხვა სახელმწიფოების საინფორმაციო უსაფრთხოების ხელყოფა,” - ამბობს ვასილი ნესტასე.

ვასილი ნესტასე აზუსტებს, რომ მდგომარეობის გასარკვევად ახლახან ორი მოთხოვნა გაგზავნა ინფორმაციულ და უსაფრთხოების სამსახურში და რადიოსიხშირეების ეროვნულ სამმართველოში.

 

 

სტატია მომზადებულია მოლდოვის გამომძიებელ ჟრნალისტთა ცენტრისა და საწართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
The article was prepared as part of the investigative reporting grant funded by the Institute of War and Peace Reporting (IWPR) within the Project «Giving Voice, Driving Change -
from the Borderland to the Steppes». The views and opinions expressed in this article are those of the authors and do not necessarily reflect the official policy or position of the Institute

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია