გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის ბაღების გაერთიანების თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მარტი 2020

ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში რამოდენიმე საათის წინ, ქურდობა მოხდა. სამ თანამშრომელს. ჩანთიდან  საფულეები ამოაცალეს. წაღებულია დაახლოებით ათას ლარამდე თანხა,მათშორის დოლარის კუპიურები და კუთვნილი საბანკო ბარათბი. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, დაზარალებული თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

"თათბირი ჩავატარე, ოთახი ქონდათ გოგოებს დაკეტილი, სულ რაღაც ათი წუთი გაგრძელდა საუბარი და როდესაც ოთახში დაბრუნდნენ, ატყდა ჩოჩქოლი და გავიგეთ რომ ჩანთებიდან ფული ამოუცლიათ სამი თანამშრომლისთვის, ერთი გადარჩა, მისი ჩანთა ლაბადის ქვეშ იდო და ალბათ ვერ შეამჩნია. ძალიან ინერვიულეს გოგოებმა, საბანკო ბარათები, ერთს დედამისის კუთვნილი პენსია 220 ლარი ედო, მეორეს, სხვისი გამოტანებული ფული, მათშორის დოლარის კუპიურები. ცოტა თანხაზე არაა საუბარი, გამოვიძახეთ პოლიცია, გოგოები გადაიყვანეს დაკითხვაზე."- გვიამბო სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა, მაკა ჭყონიამ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია